რუსეთის იერიშებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში შეხვედრების წინ განხორციელებული საჩვენებელი და ცინიკური დარტყმები უწოდა
რუსეთის იერიშებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში შეხვედრების წინ განხორციელებული საჩვენებელი და ცინიკური დარტყმები უწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა, რომ რუსეთი უკრაინის ქალაქებს თავს მაშინ ესხმის, როცა მის გარდა დანარჩენ მსოფლიოს მშვიდობა უნდა. ზელენსკი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს დიპლომატიური ძალისხმევის დამცირება სურს და ამიტომ დასავლელ პარტნიორებს რუსეთის შეჩერებისა და უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს