სამხრეთ კაროლინა და ოჰაიო ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ნაწილებს გაგზავნიან
სამხრეთ კაროლინა და ოჰაიო ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ნაწილებს გაგზავნიან. ამ გადაწყვეტილებით შტატების ხელმძღვანელობამ დონალდ ტრამპის ინიციატივას გამოუცხადა მხარდაჭერა, რომელიც კოლუმბიის ოლქში წესრიგის დამყარებას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ კაროლინა ვაშინგტონში 200-ს, ოჰაიო კი 150 გვარდიელს გაგზავნის.