საპატრულო პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით
საპატრულო პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალის“ გადაკვეთისას, სავალდებულო საზღვრის კონტროლის გავლის დროს, გაყალბებული დოკუმენტები წარადგინა და მესაზღვრე-კონტროლიორს ქრთამის სახით თანხა შესთავაზა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.