უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს უკვე განუცხადა, რომ დონბასის დათმობას არ აპირებს
უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს უკვე განუცხადა, რომ დონბასის დათმობას არ აპირებს. „როიტერსის“ ცნობით, პუტინის მოთხოვნები ზელენსკის ტრამპმა სატელეფონო საუბრისას გააცნო, როდესაც კრემლის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ ალასკიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა. ხვალ უკრაინის ლიდერი ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონში ჩავა. შეხვედრაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ევროპელი ლიდერებიც მიიწვია.