რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობისა და საკარმიდამო მიწის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, დაკავებულის მიერ დათესილი და კულტივირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 200-მდე ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე „კანაფი“. დანაშაული 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.