უახლოეს მომავალში 720 დევნილი ოჯახი სრულად გარემონტებულ ბინებს მიიღებს
უახლოეს მომავალში 720 დევნილი ოჯახი სრულად გარემონტებულ ბინებს მიიღებს. ჯანდაცვის მინისტრმა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სამი 12-სართულიანი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია.დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, მშენებლობები მიმდინარეობს თბილისში, ბორჯომში, რუსთავსა და ზუგდიდში.