ალასკიდან გამგზავრებამდე ტრამპთან ექსკლუზიური ინტერვიუ Fox News-მა ჩაწერა
ალასკიდან გამგზავრებამდე ტრამპთან ექსკლუზიური ინტერვიუ Fox News-მა ჩაწერა. პუტინთან გამართულ შეხვედრას თეთრი სახლის ლიდერმა უმაღლესი შეფასება მისცა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ათქულიანი შკალით დღევანდელ შეხვედრას ათ ქულას დაუწერდა. მან რუსეთს ძლიერი სახელმწიფო უწოდა და უკრაინის პრეზიდენტს ურჩია, მოსკოვთან გარიგებაზე წავიდეს. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლა ზელენსკიზეა დამოკიდებული და პროცესში ევროპული ქვეყნების ჩართულობაც არის საჭირო. რაც შეეხება მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას, ტრამპის თქმით, ის რუსეთისა და მისი სავაჭრო პარტნიორებისთვის სანქციების დაწესებას ჯერჯერობით არ აპირებს