ინდოეთში, წყალდიდობის შედეგად, მსხვერპლის რაოდენობა 60-მდე გაიზარდა
ინდოეთში, წყალდიდობის შედეგად, მსხვერპლის რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ქაშმირის რეგიონში ძლიერმა წვიმამ ჩასოთის დასახლებულ პუნქტში წაიღო სახლები და დააზიანა გზები. მაშველები 200 ზე მეტ უგზო-უკვლოდ დაკარგულს ეძებენ. სტიქიის ზონის სიახლოვეს მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.