ესპანეთში ხანძრის თოთხმეტ კერას ებრძვიან
ესპანეთში ხანძრის თოთხმეტ კერას ებრძვიან. მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო, სიტუაცია შესაძლოა კიდე უფრო კრიტიკული გახდეს. ხანძრების შედეგად, ესპანეთში საცხოვრებელი 10 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. განსაკუთრებით დაზარალდა კასტილიის, ლეონის, გალისიის, ვალენსიის და ესტრამადურის რეგიონები. 14 აგვისტოს ესპანეთში ცეცხლის გაჩენაში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი დააკავეს. ჯამში კი, მთელი ზაფხულის განმავლობაში, ამავე ბრალდებით პასუხისგებაში 25 ადამიანი მიეცა.