გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ რუსეთს დღეს შესაძლებლობა აქვს დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და დაასრულოს საბრძოლო მოქმედებები
გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ რუსეთს დღეს შესაძლებლობა აქვს დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და დაასრულოს საბრძოლო მოქმედებები. ფრიდრიხ მერცი რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს სერიოზულად მოეკიდოს დონალდ ტრამპის წინადადებას უკრაინის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით. გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ ალასკის სამიტის მთავარი მიზანი იმ შეხვედრისთვის სამზადისია, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.