პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინელი ნაციონალისტებისა და მეამბოხე მებრძოლების სიმბოლიკის აკრძალვის ინიციატივით სეიმს მიმართავს
კაროლ ნავროცკი ამბობს, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე დაუშვებელია მეოცე საუკუნის დასაწყისში სტეპან ბანდერას ორგანიზაციის სიმბოლიკის გამოყენება, რადგან ამ დაჯგუფებებს პოლონელები ვოლინის ტრაგედიის დამნაშავეებად მიიჩნევენ. ცოტა ხნის წინ პოლონეთში ერთ-ერთ კონცერტზე უკრაინელებმა ნაციონალური დაჯგუფების დროშა გაშალეს, რამაც პოლონელების ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.