დონალდ ტრამპთან დაგეგმილი მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთი ახალი ბირთვული იარაღით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტის გამოსაცდელად ემზადება
დონალდ ტრამპთან დაგეგმილი მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთი ახალი ბირთვული იარაღით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტის გამოსაცდელად ემზადება. ცნობას სააგენტო როიტერსი კალიფორნიის მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც ბარენცის ზღვის არქიპელაგ ნოვაია ზემლიაზე მდებარე პანკოვოს სატესტო მოედანზე პერსონალის, აღჭურვილობის, გემებისა და თვითმფრინავების რაოდენობის ზრდა დაადასტურა.