ანატოლი გიგაურის წარსული
ნაცმოძრაობის წევრის, ანატოლი გიგაურის მამა ადასტურებს, რომ მის შვილს 2021 წელს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. გადაწყვეტილება 10 ნოემბერს ქარელის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. მიზეზი გიგაურის მიერ მამაზე ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობა გახდა. ანატოლი გიგაურის ბრალი გუშინ გადაკვალიფიცირდა - პოლიციელზე თავდასხმის ნაცვლად, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რასაც თან ძალადობა ახლდა. დანაშაული 2 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. ოპოზიციისთვის ისიც პოლიტიკური პატიმარია.