უკრაინის პრეზიდენტი დასავლელ პარტნიორებს აფრთხილებს, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს
უკრაინის პრეზიდენტი დასავლელ პარტნიორებს აფრთხილებს, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ცეცხლის შესაწყვეტად ემზადება, პირიქით, მისი თქმით, ოკუპანტი ფრონტზე ძალების მობილიზაციას ახდენს ახალი შეტევისისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს განცხადება ტრამპი პუტინის შეხვედრამდე 2 დღით ადრე გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტი დღეს ბერლინში ევროპელი ლიდერებისა და და ნატოს გენერალური მდივნის დონალდ ტრამპთან დაგეგმილ ვიდეო კონფერენციას დაესწრება.