მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა 15 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები ტელეფონით განიხილეს
მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა 15 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები ტელეფონით განიხილეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისა და მისი რუსი კოლეგის დიალოგის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მხარემ გაავრცელა და აღნიშნა, რომ შეხვედრის წარმატებით ჩატარების სურვილი ორივე მხარემ დაადასტურა