კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული მუზეუმისა და პროექტ ჯორჯიენ ინფუჟენის თანამშრომლობით, თბილისს კონსერვაცია-რესტავრაციის დარგის ფრანგი სპეციალისტები ეწვივნენ
ისინი გაეცნობიან ეროვნული სამოსის არქივების კოლექციებს, ჩაატარებენ დეტალურ ინვენტარიზაციას და შეიმუშავებენ დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციისთვის აუცილებელ ტექნიკურ და კვლევით გეგმას. პროექტის პირველ ეტაპზე განისაზღვრება ეროვნული სამოსის ნაწილებისა და ელემენტების დაზიანების ხარისხი. მომდევნო ეტაპზე მოხდება სამოსის რესტავრაცია, რის შემდეგაც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მოეწყობა მუდმივმოქმედი გამოფენა. ფრანგი და ქართველი ექსპერტების მიერ ექსპონატების დაზიანების ხარისხის განსაზღვრისა და შეფასების პროცესს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა გაეცნო.