ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მხარეებს დათმობაზე წასვლა მოუწევთ
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მხარეებს დათმობაზე წასვლა მოუწევთ. პიტ ჰეგსეტი უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიების გაცვლას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ სამშვიდობო შეთანხმებით არცერთი მხარე არ დარჩება კმაყოფილი. პენტაგონის ხელმძღვანელმა ალასკაში ტრამპი-პუტინის შეხვედრაში მონაწილეობა არ გამორიცხა.