ჯეფრი საქსი საქართველოზე
ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსი საქართველოს მთავრობის მიმართ, საღი აზრისა და პრაგმატიზმის გამო, პატივისცემას გამოხატავს. ამერიკელი პროფესორი განმარტავს, რომ დასავლეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს იმავე ზღაპრებს უყვება, რომელსაც უკრაინას უყვებოდა. ჯეფრი საქსი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა იგივე ბედი გაიზიარონ, რაც კიევმა, სადაც შეერთებულმა შტატებმა 2014 წელს რეჟიმის ცვლილების ოპერაცია ჩაატარა. ამერიკელი პროფესორი დასავლეთის მხრიდან მანიპულაციის მაგალითად იხსენებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც, ჯეფრი საქსის თქმით, ყოველთვის მარიონეტი იყო და ფულს ჯორჯ სოროსისგან იღებდა