შინდისის გმირების დღე
ზუსტად 17 წლის წინ, 17-მა ქართველმა ჯარისკაცმა შინდისთან საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის ღირსებისთვის გაწირა. 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება და ოკუპანტს ერთი საათის განმავლობაში წინსვლის შესაძლებლობა არ მისცა. საქართველო დღეს შინდისის გმირებს იხსენებს
სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები