ღაზაში სამხედრო ოპერაციის გაფართოების დამგმობი განცხადება ევროკავშირის ქვეყნებმაც გაავრცელეს
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, დანია, საბერძნეთი და სლოვენია ისრაელს ანკლავის ოკუპაციასთან დაკავშირებული გეგმის გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნეთანიაჰუს და მისი კაბინეტის გადაწყვეტოლება საერთაშორისო ნორმების პოტენციური დარღვევაა და საფრთხეს უქმნის სექტორში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას.