„სანქციების ნაცვლად, დონალდ ტრამპი რუსეთთან სამიტს აანონსებს“ - სტატიას ამ სათაურით გამოცემა „ეკონომისკი“ აქვეყნებს
„სანქციების ნაცვლად, დონალდ ტრამპი რუსეთთან სამიტს აანონსებს“ - სტატიას ამ სათაურით გამოცემა „ეკონომისკი“ აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ შტატების პრეზიდენტის მიერ დასახელებული ვადის ამოწურვის შემდეგ, ტრამპის მიერ წამოყენებული ულტიმატუმი უკვალოდ გაქრა და შტატების პირველმა პირმა, სანქციების ნაცვლად, პუტინთან ჩანიშნულ სამიტზე დაიწყო საუბარი. გამოცემა ამ შედეგს პუტინის ოსტატობას უკავშირებს.