ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი პოლიციამ მარნეულში დააკავა
ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი პოლიციამ მარნეულში დააკავა. გამოძიების ცნობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 2013 წლიდან, ორგანიზებული დაჯგუფების წევრობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა. მიმდინარეობს წინასაექსტრადიციო პროცედურები.