განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. შსს ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელი მოკლა. ადგილზე მისული სამართალდამცველების მიმართულებით კი რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად დაიჭრა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი. ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.