აგვისტოს ომს იხსენებენ გორშიც
აგვისტოს ომს იხსენებენ გორშიც. დილიდან ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში წირვა მიმდინარეობს, მოგვიანებით კი დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ქვა-ჯვართან აღევლინება. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ ქალაქში არსებული მემორიალები გვირგვინებით შეამკეს.