ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა ევროპას მოუწოდა შეწყვიტოს ინდოეთისგან რუსული ნავთობის შესყიდვა
გრემმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყნები, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ინდოეთისგან ყიდულობენ, მაღალ ფასს გადაიხდიან. სენატორი აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარების გამო, ის ევროპული ქვეყნების მადლიერია, მაგრამ მიიჩნევს, რომ დახმარების პარალელურად, მათ რუსული საწვავის შესყიდვა და რუსული სამხედრო მანქანის დაფინანსება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ.