შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი
შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი. ჯესიკა როზენ კრანცს ულფ კრისტერსონის ნათქვამში კორექტივები შეაქვს და ამბობს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს წევრი სახელმწიფოებისგან ან კანდიდატი ქვეყნებისგან, კანონმდებლობაში ლგბტ ქორწინების ცნება მიიღონ. შვედეთის პრემიერის პოზიციასთან დაკავშირებით „ქრონიკამ“ შვედეთის საელჩოს დამატებითი კითხვით მიმართა - ლგბტ პირების უფლებების სრულად დაცვაში იგულისხმება თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ან სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონება. კითხვაზე პასუხს ველოდებით, მანამდე კი საქართველოს ხელისუფლება ევროპულ სტრუქტურებს მოუწოდებს საბოლოოდ განსაზღვრონ რა სურთ საქართველოსგან და შეწყვიტონ შანტაჟის ენით საუბარი.