ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. შსს -ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ- ერთ მოქალაქეს, ცივი იარაღის გამოყენებით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.