სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში საქართველოს წარმომადგენლად თორნიკე ნოზაძე დაინიშნა
პრეზიდენტი ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში საქართველოს წარმომადგენელს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს თანამდებობის დაკავება მოულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში საქართველოს წარმომადგენლად თორნიკე ნოზაძე დაინიშნა.