გიორგი ჯინჭარაძე დღეს ფოთის „ახალი რაიონის“ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდა
გიორგი ჯინჭარაძე დღეს ფოთის მერთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ფოთის „ახალი რაიონის“ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. მან პირადად მოისმინა დევნილთა საჭიროებები და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.