დრონებით განხორციელებული იერიშის გამო სოჭში ნავთობ ბაზაზე ხანძარი გაჩნდა
დრონებით განხორციელებული იერიშის გამო სოჭში ნავთობ ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობით, დაიწვა 2 ათასი კუბური მეტრის მოცულობის საწვავის რეზერვუარი. მომხდარის გამო რუსეთის ავიაციის სამსახურმა სოჭის აეროპორტის მუშაობა შეაჩერა. დრონებით თავდასხმის გამო ხანძარი გაჩნდა ვორონეჟშიც.