ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მორიგი ბურთი გაიტანა
ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მორიგი ბურთი გაიტანა. სუპერლიგის მე-19 ტურში „შან დონგ ტაიშანი“ სტუმრად „ჩენგ დუსთან“ 1-2 დამარცხდა. წაგებულებს შორის კი ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე სწორედ ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზეა. ყაზაიშვილმა წლევანდელ სეზონში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც ის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავის ერთ-ერთი ლიდერია.