გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა დონალდ ტრამპისა და რუსეთის შესაძლო კავშირების გამოძიებასთან დაკავშირებით ათასობით მნიშვნელოვანი დოკუმენტი აღმოაჩინა
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა დონალდ ტრამპისა და რუსეთის შესაძლო კავშირების გამოძიებასთან დაკავშირებით ათასობით მნიშვნელოვანი დოკუმენტი აღმოაჩინა. „ფოქს ნიუსის“ ცნობით, დოკუმენტები FBI-ის სათავო ოფისის საიდუმლო ოთახში, დასაწვავად განკუთვნილ ჩანთებში იყო მოთავსებული. ამერიკული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ჩანთები საიდუმლო დოკუმენტების განადგურების მიზნით გამოიყენება. კეშ პატელის მიერ ნაპოვნი დოკუმენტები შეიცავს ისეთ საიდუმლო მასალებს, რომლებიც ტრამპი-რუსეთის გამოძიების საწყისებს უკავშირდება. FBI-ის დირექტორს უკვე დაწყებული აქვს სისხლის სამართლის გამოძიება ცენტრალური დაზვერვისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორების წინააღმდეგ. კერძოდ, იძიებს მათ როლს ტრამპ-რუსეთის შესაძლო კავშირების შესახებ გაყალბებული სადაზვერვო ინფორმაციის გავრცელებაში.