7 დაღუპული და 50-მდე დაშავებული - რუსეთმა კიევზე მასშტაბური თავდასხმა მოაწყო.
7 დაღუპული და 50-მდე დაშავებული - რუსეთმა კიევზე მასშტაბური თავდასხმა მოაწყო. ერთ-ერთი რაკეტა მრავალსართულიან სახლს მოხვდა. მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ერთი ადამიანი 3-საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს. ოკუპანტმა საერთო ჯამში უკრაინას 300 ზე მეტი დრონითა და 8 რაკეტით შეუტია. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა 5 რაკეტისა და 21 დრონის განეიტრალება ვერ შეძლეს. მასირებული თავდასხმის გამო კიევი დასავლეთს რუსეთზე წნეხის გაძლიერებისკენ, ამერიკის პრეზიდენტს კი სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.