საქართველოს რეგიონებში ანსამბლ „იალონის“ შემოქმედებითი ტური ტარდება
კულტურის სამინისტროსა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში ანსამბლ „იალონის“ შემოქმედებითი ტური ტარდება. პირველი ღონისძიება აჭარაში გაიმართა. კონცერტების პარალელურად, ანსამბლი „იალონი“ სამეგრელოსა და გურიაშიც გამართავს შეხვედრებს ადგილობრივ შემსრულებლებთან და მათ მიერ შემონახულ ფოლკლორული მასალებს გაეცნობა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონული ფოლკლორის გამოცოცხლებას.