კონფერენცია „ქართული ხორბლის ახალი რეალობა“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „ქართული ხორბლის ახალი რეალობა“. ღონისძიების მიზანია ფართო საზოგადოებისთვის, პოლიტიკის შემქმნელებისა და კერძო სექტორისთვის ქართული ხორბლის უნიკალური თვისებების შესახებ უახლესი სამეცნიერო მტკიცებულებების გაცნობა. კონფერენციის ფარგლებში, პირველად წარმოადგინეს კვლევის შედეგებიც.