პროკრატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლაშა ცანავას ბრალდება წარუდგინა
პროკრატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ლაშა ცანავას ბრალდება წარუდგინა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. დაკავებულს ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი - 2500 აშშ დოლარი 2025 წლის მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა. პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.

სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები