დონალდ ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა
დონალდ ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. „მათ თავიანთი სამხედრო აღჭურვილობის დიდი ნაწილი რუსეთისგან შეისყიდეს და რუსული ნავთობის უდიდესი მყიდველები არიან ჩინეთთან ერთად, მაშინ, როდესაც ყველას სურს, რომ რუსეთმა უკრაინაში მკვლელობები შეწყვიტოს. ეს ცუდია!“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.