პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს ერთმა და უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ, გეგმა შეუმუშავეს, რომლის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უცხო ქვეყნის მოქალაქის სასაზღვრო გამშვებ პუნქტის „სარფის“ გავლით, უკანონოდ გადაყვანას აპირებდნენ