სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დაკავებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი
უწყების ცნობით, საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს. სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას ხუთი ათას ექვსასი დოლარი მოსთხოვა.