სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა, 2020-2021 წლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დაახლოებით 500 000 ლარის ღირებულების სამი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირეს.