კამბოჯა და ტაილანდი დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
კამბოჯა და ტაილანდი დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. სამშვიდობო მოლაპარაკებები მალაიზიაში გაიმართა. დეესკალაციის ფარგლებში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შუაღამით ამოქმედდება. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ კამბოჯასა და ტაილანდს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება 24 ივლისს დაიწყო, საომარ მოქმედებას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
