საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრი წარმატებულად დაიწყო
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრი წარმატებულად დაიწყო. ჩვენი ქვეყნის გუნდმა ტურნირის მეთექვსმეტედ ფინალში უკრაინის ნაკრები 45-28 დაამარცხა და მერვედ ფინალში გავიდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბექა ბაზაძე, სანდრო ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე და გიორგი ურუშაძე ასპარეზობდნენ. ქართველი მოფარიკავეების მომდევნო მეტოქე ხვალ, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი უნგრეთი იქნება.