პოლიციამ თბილისში გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ თბილისში გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, 1997 წელს დაბადებულ პირზე ფიზიკურად იძალადა და ძალადობის გამოყენებით მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.