ღაზის სექტორის საავადმყოფოებში ბოლო 24 საათის განმავლობაში შიმშილით კიდევ 9 ადამიანი დაიღუპა
ღაზის სექტორის საავადმყოფოებში ბოლო 24 საათის განმავლობაში შიმშილით კიდევ 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს. Al Jazeera-ს ცნობით, შიმშილით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ანკლავში 122-მდე გაიზარდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა საერთაშორისო საზოგადოება მწვავედ გააკრიტიკა ღაზაში პალესტინელების ტანჯვის უგულებელყოფის გამო, რაც, მისი თქმით, მორალური კრიზისის მაჩვენებელია