ჯილდო პრეზიდენტისგან
საქართველოს პრეზიდენტმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მათ მიერ გაწეული შრომა ქვეყანას და საზოგადოებას აძლიერებს, მომავალი თაობებს კი მოტივაციას აძლევს. ცერემონიას პრეზიდენტის სასახლეში კულტურის მინისტრი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და ეროვნული პრემიის კომისიის წევრები, ასევე მიწვეული სტუმრები დაესწრნენ