„უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს, რომ ანტიკორუფციული სისტემის წინააღმდეგ მიმართული კანონის გამო, უკრაინამ შესაძლოა დასავლური მხარდაჭერა დაკარგოს
უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ახალი კანონის მიღების შემდეგ, ფაქტობრივად, გენერალური პროკურატურის დაქვემდებარებაში მოექცა, ქვეყნის სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესატანად. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბიურო დასავლეთის მოთხოვნით შეიქნა, მიზანი კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდაა. ვოლოდიმერ ზლენკი კი ირწმუნება, რომ ახალი კანონი ანტიკორუფციულ სისტემაში რუსული გავლენის აღმოფხვრისკენაა მიმართული.