ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო
ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო. პროცესის მიმდინარეობას, ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილესთან ერთად გაეცნო. მიხეილ სარჯველაძემ, მომავალ ექიმებს, გამოცდებსა და მომდევნო პროფესიულ საქმიანობაში, წარმატება უსურვა. ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები 28 ივლისს დასრულდება. გამოცდებზე 1 592 დიპლომირებული მედიკოსია დარეგისტრირებული, რომლებიც, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, რეზიდენტურის გავლას შეძლებენ.