„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია - „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა
ამერიკის შეერთებული შტატების უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამერიკული ლობისტური კომპანია - „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა. დოკუმენტზე პეტრე ცისკარიშვილის ხელმოწერაა. ამავე დოკუმენტებით ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლობისტურ კომპანიას 360 000 დოლარი გადაუხადა. ეს კომპანია კი თავის მხრივ, კონგრესმენ ჯო ვილსონის დამფინანსებელია. ღია წყაროებზე დაყრდნობით კომპანიას ჯო უილსონის კამპანიისთვის 87,500 დოლარი აქვს შეწირული.