დონალდ ტრამპი და სი ძინპინი შესაძლოა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე შეხვდნენ
დონალდ ტრამპი და სი ძინპინი შესაძლოა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე შეხვდნენ. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სამიტი სამხრეთ კორეაში 30 ოქტომბერს გაიმართება. 11 ივლისს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტრამპმა პეკინისგან მიწვევა მიიღო.