გიორგი წიტაიშვილმა საფეხბურთო კლუბ „მეცის“ შემადგენლობაში პირველი ბურთი გაიტანა
გიორგი წიტაიშვილმა საფეხბურთო კლუბ „მეცის“ შემადგენლობაში პირველი ბურთი გაიტანა. სეზონისთვის მზადების ფარგლებში მისმა ახალმა გუნდმა ქვედა ლიგის წარმომადგენელი „რედ სტარი“ საკონტროლო შეხვედრაში 4:0 დაამარცხა. წიტაიშვილი ძირითადში იყო და 38-ე წუთზე ეფექტური დარტყმით გამოიჩინა თავი.